გიორგი ლაცაბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. გიორგის ბებია-ბაბუა მარწყვის მოყვანით იყვნენ დაკავებული, მათი გარდაცვალების შემდეგ კი, მეურნეობის პატრონობა გიორგიმ გადმოიბარა.

Bridge of hope იმედის ხიდი
შემდეგ კი USAID/Georgia-ის პროგრამა Yes Georgia-ს დახმარებით კი, მან შეძლო სასათბურე მეურნეობის გაშენება 110 კვ.მ-ზე, სადაც მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა, რემონტატული ჯიშის მარწყვი. გიორგის სურვილია თავისი მცირე მეურნეობით წვლილს შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში, გააფართოვოს სასათბურე მეურნეობა და დაასაქმოს მეტი ადამიანი.
პროგრამა Yes Georgia ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო – USAID/Georgia -ს ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლის სექტემბრიდან Crystal Fund/ფონდი კრისტალი-ს მიერ CRYSTAL JSC MFO -სთან და PH International / Georgia Office-თან ერთად, რომელთაც 2018 წელს შემოუერთდა Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო .