,,მწვანე საჩუქარი“ სოციალური საწარმოა, რომელიც უზრუნველყოფს ქაღალდის ნარჩენების შეგროვებას და გადამუშავებული ქაღალდისგან ქმნის ეკომეგობრულ პროდუქტებს: შესაფუთი ქაღალდები, სარეკლამო ბროშურები, ბლოკნოტები.
საწარმო დაფუძნდა 2017 წლის ივლისში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ.
აღნიშნული გრანტით იქირავა საწარმოსთვის საჭირო ფართი, შეიძინეს ავტომანქანა, დამზადდა ,,მწვანე ყუთები“, რომელიც განთავსდა საწარმოს მეგობარ ორგანიზაციებში.

საწარმოს მხარდამჭერები არიან ადგილობრივი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და კომპანიები, რომლებმაც თავის ოფისებში განათავსეს „მწვანე ყუთები“ და უსასყიდლოდ აგროვებენ მაკულატურას. ამ ეტაპზე „მწვანე საჩუქარის“ მეგობარია 40 ორგანიზაცია.

საწარმო მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს :
- მაკულატურის შეგროვების სერვისი
- არქივის განადგურების სერვისი