ბიზნესი ის სფეროა, რომელიც ყველას ჰგონია რომ იცის, უფრო მეტიც – ექსპერტია. აბსოლიტურად ყველა, მეზობლის ბიძაშვილიდან დედის დეიდაშვილის მამიდაშვილამდე გაძლევს რჩევას შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების სიმცირის მიუხედავად.

1. არ გარისკო!
რჩევების უმრავლესობა, რომელსაც ბიზნეს იდეის გაჟღერებისთანავე იღებ არის ნუ გარისკავ. გონივრული საქციელი ამ ,,რჩევის” უგულებელყოფაა.
,,ბიზნესის წარმატების გასაღები არის ინოვაციებში, რაც თავის მხრივ იბადება კრეატიულობად.”
– ჯეიმს ჰუდნაიტი, ამერიკელი მკვლევარი, მეწარმე, SAS-ის დამფუძნებელი.
2. აუცილებელია კარგი ბიზნეს გეგმა
,,როცა პირველად ჩაებმებით ბიზნესში, არსებობს 100%-იანი შანსი, რომ გადაეყრებით ისეთ დაბრკოლებებს და შესაძლებლობებს, რომელთა გათვალისწინებაც ვერც ერთ ბიზნეს გეგმაში ვერ მოხერხდებოდა. მათთან შეჭიდების ერთადერთი გზა მოქნილობაა”- ამბობს ჯიმ ბელოსიკი.

3. არ წამოხვიდე სამსახურიდან!
,,აუცილებელია მთლიანად გადაერთო ბიზნესის განვითარებასა და გაფართოვებაზე. მხოლოდ სრულყოფილი ფოკუსირებით შეძლებთ ბიზნესის გაზრდას და მისი სრული პოტენციალის რეალიზებას” – აცხადებს ავტორი ბარი მოლტს.
,,თუ მე მაქვს ათასი იდეა და მხოლოდ ერთი მათგანი მაინც აღმოჩნდება ნაყოფიერი, მე კმაყოფილი ვარ.”
– ალფრედ ნობელი
4. არ თქვა, რომ ყველაფერი დასრულდა!
ბიზნესში მარცხი მოსულა. ზოგჯერ, ჯობია, თქვა, დასრულდა!, გავკოტრდი!, ვიდრე, მკვდარის გაცოცხლება სცადო.

5. კლიენტი ყოველთვის მართალია
კლიენტი მუდამ მართალი რომ იყოს, ნებისმიერი კომპანიისთვის წარმოუდგენლად ძვირი იქნებოდა არსებობის გაგრძელება.
6. იყავი ამბიციური!
,,რა შეიძლება იყოს ცუდი თუ ვარსკვლავების მოწყვეტას ეცდებით? – ძალიან ბევრი! რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ Amazon-ს, თავიდანვე ,,ყველაფრის მაღაზიად” რომ დაეწყოთ მუშაობა? ” – კითხვას სვამს BusinessWeek.

7. მთავარია იდეა, ვიდრე შესრულება!
,,ბიზნეს იდეას არ აქვს აზრი და ღირებულება, როცა არ შეგიძლია მისი განხორციელება” – ამტკიცებს ბარი მოლტსი,