Apple-ში განაცხადეს, რომ კომპანია უკვე სრულად გადავიდა განახლებად ენერგიის წყაროებზე და ტრადიციული მეთოდებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას აღარ მოიხმარს.
გასულ წელს Apple “მწვანე ენერგიის” საშუალებით მოთხოვნების 93%-ს ფარავდა. ინფორმაციას სააგენტო The Verge ავრცელებს.
“Apple-ს უკვე აქვს 25 მოქმედი პროექტი განახლებადი ენერგიის სფეროში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ამ გზით 626 მეგავატ ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, აქედან 286 მეგავატს კომპანია მხოლოდ მზის ბატარეების გამოყენებით იღებს. კიდევ 15 პროექტი მომზადების პროცესშია. რაცა ისინიც დასრულდება, Apple 1,4 გიგავატ ენერგიას გამოიმუშავებს მსოფლიოს 11 ქვეყანაში”, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
გარდა ამისა, Apple-მა სასათბურე გაზებით ჰაერის დაბინძურება 2011 წლის შემდეგ 54%-ით შეამცირა.
შეგახსენებთ, ანალოგიურ პროექტებს ახორციელებენ Google და Microsoft-იც. Microsoft-ის მიერ შეძენილი განახლებადი ენერგიის საერთო მოცულობა, მთელ მსოფლიოში, უკვე 860 მეგავატს აჭარბებს.
წყარო: agora.ge