23 აპრილს Startup Grind Tbilisi უმასპინძლებს წარმატებულ ქართველ მეწარმეს, ვალერი ჩეხერიას. ღონისძიება ჩატარდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში და მას დაესწრება 500-მდე მონაწილე, მათ შორის იქნებიან სტარტაპები და ადგილობრივი ინვესტორები. ასევე, მოეწყობა ტურიზმის სტარტაპების გამოფენა.
ვალერი ჩეხერია არის ყველაზე წარმატებული ქართული სასტუმროს ბრენდების შემქმნელი და აჭარა ჯგუფის გენერალური დირექტორი. გასულ წელს ის დასახელდა ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ტოპ-10-ში და მის შესახებ არა ერთი სტატია გამოქვეყნდა ისეთ საერთაშორისო მედია საშუალებებში, როგორიცა Forbes, The Financial, Emerging Europe. სტატიებში მას მოიხსენიებენ როგორც “შორსმჭვრეტელ ქართველ მეწარმეს”. დიდი ხანია, რაც სასტუმროები Rooms, Stamba და Fabrica საყვარელ შეკრების ადგილად გადაიქცა ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის. ვალერის ამბიციური გეგმები აქ არ ჩერდება და ის მოიცავს სასტუმროს ქსელების გაფართოებას საქართველოში, ასევე ქართული ბრენდის გატანას გლობალურ ბაზარზე. ამ მიზნით, პირველი ნაბიჯი იქნება Rooms-ის გახსნა ნიუ-იორკში.
არ გაუშვა შესაძლებლობა გაიზიარო წარმატებული ქართველი მეწარმის ცოდნა, მიიღო შთაგონება მისი გამოცდილებიდან და აქტიურად ჩაერთო ქართული სტარტაპ საზოგადოების მშენებლობაში!
პირველად Startup Grind-ის ღონისძებას ექნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე, ასევე ონლაინ სტრიმი ზუგდიდში, რაც USAID Zrda Activity in Georgia და Crystal • კრისტალი-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ზუგდიდში ონლაინ ღონისძებას უმასპინძლებს ტექნოპარკი ზუგდიდი Tech Park Zugdidi.
სტარტაპ გრაინდი არ ახორციელებს დონორული გრანტით დაფინანსებულ აქტივობას. ჩვენი მიზანია სტარტაპ საზოგადოების მშენებლობა, რომელიც თავად ახდენს ამ პროცესების დაფინანსებას. სწორედ ამიტომ, ღონისძიება იმართება თქვენს მიერ შეძენილი ბილეთებით და სპონსორული შემოსავლებით. აქვე, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ დასახული მიზნების მიღწევაში და საქართველოს მომავლის მშენებლობაში!
ძირითადი სპონსორები:
Google for Startups
US Embassy Tbilisi, Georgia
Teliani Valley • თელიანი ველი
Rooms Hotels
Ilia State University ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Orient Logic • ორიენტ ლოჯიკი
Crystal • კრისტალი
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA
მხარდამჭერი სპონსორები:
Terminal • ტერმინალი
Entrepreneur Georgia
ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia
Vinocorn
4P House
bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი/ Kedari Ventures • კედარი ვენჩერს
Caucasian Journal
ღონისძიების სპონსორები:
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office
Crystal • კრისტალი
Caucasian Journal
ღონისძიებაზე წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია! გადაამოწმეთ მეილზე, ხომ ნამდვილად მიიღეთ QR კოდი რეგისტრაციის შემდგომ, რომელიც ღონისძებაზე წარსადგენად გესაჭიროებათ. რეგისტრაციისთვის კი გადადით ბილეთების (Tickets) სექციაში მითითებულ ბმულზე.