რთული დასაჯერებელია, მაგრამ Gmail 15 წლის ხდება. ამ თარიღის აღსანიშნავად Google-მა 2 სიახლე დაანონსა.
პირველი, ეგრეთ წოდებული smart compose option-ია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს უფრო სწრაფად დაწეროს ტექსტი.

როგორც ხედავთ, წინასწარი პროგნოზის რეჟიმში შეძლებთ აკრიფოთ სასურველი წინადადება, იმ ენაზე, რომელსაც იყენებთ.
თუკი, აკრეფთ “Ahoy,” ან “Ello, mate” smart compose ავტომატურად შემოგთავაზებთ ამას:

შემოთავაზებული სიტყვები/წინადადებები ყოველთვის არ არის სასურველი, თუმცა, Google-ს სტატისტიკით მომხმარებლები ამ ხერხს ხშირად მიმართავენ.
როცა ელექტრონულ ფოსტას ვიყენებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია ადრესატს ჩვენი შეტყობინება მიუვიდეს სასურველ დროსა და რიცხვში. ამისათვის, Google-მა დაამატა schedule-ის ფუნქცია, რაც დამეთანხმებით, ძალიან სასარგებლო და საჭიროა. განსაკუთრებით, თუ ფოსტას სხვა სასარტყელე საათში ვგზავნით.

მოკლედ, Gmail-ის გამოყენება უფრო სწრაფი, მოხერხებული, ჩვენს ინტერესებსა და დროის ფაქტორზე მორგებული ხდება.