MIT-ს მეცნიერებმა ხელოვნური რობოტი-თევზი შექმნეს, რომელსაც შეუძლია სხვა ნამდვილ თევზებთან ერთად იცუროს და მათი ცხოვრება კამერით გადაიღოს.ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის კვლევის მიხედვით, ხელოვნური თევზი სახელად SoFi, გარემოს ზიანს არ მიაყენებს.
მისი გამოცდა ფიჯის კუნძულებზე მოხდა. იქ სოფიმ 15 მეტრამდე სიღრმეზე 40 წუთის განმავლობაში იცურა. თვითმავალი ჰიდრავლიკური ძრავის მეშვეობით ხელოვნური აპარატი ნამდვილი თევზის მოძრაობის იმიტაციას ქმნის და ცურვა სხვადასხვა სისწრაფით შეუძლია. მისი საშუალო სიჩქარე დაახლოებით 1 მეტრია წამში.
რობოტიზებულ თევზს აქვს უნარი აკონტროლოს სიმძიმე და დაარეგულიროს წონა. გარდა ამისა, მას ორივე მხარეს აქვს ფარფლები, რაც აძლევს საშუალებას დაარეგულიროს სიმაღლის დონე და იცუროს პირდაპირ, მოუხვიოს ან უფრო ღრმად ჩაეშვას წყალში. რობოტის სხეული სილიკონის რეზინისგან, რბილი პლასტმასისგან და რამდენიმე 3D-ნაბეჭდი კომპონენტისგან შედგება. თევზის სამართავად შემქმნელები წყალგაუმტარ Super Nintendo-ს ჯოისტიკს იყენებენ.
„სოფის აქვს პოტენციალი, იყოს ახალი ტიპის ინსტრუმენტი ოკეანის გამოკვლევისთვის და მიგვასწავლოს გზები ზღვის სამყაროს საიდუმლოების გამოსავლენად”, – განაცხადა ინსტიტუტის მეცნიერმა, რობერტ კაცშმანმა.
წყარო: Dezeen