ინდოეთში მოგზაურობა ბავშვობიდან მინდოდა. მსურდა დელის დინამიკა მეგრძნო, ვარანასის მისტიკა მენახა და აგრაში, ტაჯმაჰალის დიდებულობა დამეფიქსირებინა. ოცნების ახდენა ბოლომდე ვერ მოვახერხე, მაგრამ ინდოეთში ყოფნისას დავრწმუნდი ინდური კულტურისა და ყოფაცხოვრების მრავალფეროვნებაში.
იმდენად ამოუწურავია ინდური ყოველდღიურობა, რომ დელი, ვარანასი და ტაჯმაჰალი ამ კულტურის ერთი პატარა წვეთია იმ დიდ ოკეანეში, სადაც ინდოეთი მდებარეობს. ამ შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული და არაერთფეროვანი კმაყოფილებით დავბრუნდი. გულიც არ დამწყვეტია, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ბოლომდე ვერ ავისრულე. თუმცა ეს მაძლევს სტიმულს, რომ იქ აუცილებლად დავბრუნდე ახალი მრავალფეროვნების საზიარებლად.
ინდოეთში მოგზურობისას, ერთადერთი დისკომფორტი ანტისანიტარია იყო, რომელიც 90-იანი ქართული საზოგადოების “კულტურულ ყოფას” გახსენებს. ქუჩები სავსეა პოლიეთილენის ბოთლებით, დიდ ქალაქებში მდინარეები დაბინძურებულია, თუმცა ხალხის გულწრფელობა და პოზიტიურობა ამ ყველაფერს ანეიტრალებს და ბედნიერს გხდის. ისეთივე ბედნიერს, როგორიც თვითონ ინდური თვითმყოფადი კულტურაა.
მოგზაურობაზე შეყვარებულ ყველა ადამიანს ვურჩევ, იმოგზაუროს ინდოეთში და პოზიტიური გარემო შეიგრძნოს. ის სიყვარულს სიღრმისეულად ისწავლის და აუცილებლად ფერადი დაბრუნდება ნაცრისფერ ქართულ საზოგადოებაში.
აქ შეგიძლიათ იხილოთ რადიო გადაცემა ჩვენი მოგზაურობის შესახებ: http://www.radiodk.ge/akhali-ambebi/kultura/article/16471-mogzaurobaindoethshiklubithethnuldi
ავტორი: არჩილ გეგენავა, fb.com/achiapachi | Photography | © 2018 Achi Gegenava, All Rights reserved