ჩვენი კაცობრიობა ღრმად მიისწრაფვის ინფორმაციული ერასკენ და წარმოშობს უზარმაზარი სიდიდის მონაცემებს, რომელთა დამუშავება/ანალიზს შეუძლია უსაზღვროდ მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდოს. მაგალითად, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისი ან აღმოვაჩინოთ აქამდე შეუმჩნეველი ფაქტორები, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს კვლევას. ერთი სიტყვით, მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავაკავშიროთ სხვადასხვა მოვლენები და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები. პრობლემა მდგომარეობს ამ მონაცემებზე წვდომის მოპოვებასა და მათ დამუშავებაზე რეალურ დროში.
ხშირად ჩვენ არ ვართ ჩვენივე მონაცემების მფლობელები ცენტრალიზებულ სამყაროში, ან არ გვაქვს საშუალება გავაზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. ამ პრობლემის აღმოფხვრას აპირებს ჩინეთის ქალაქ შენჯენში დამწყები კომპანია CyberVein, რომელსაც სურს, ფრთები შეასხას რევოლუციურ პროექტს. CyberVein – ის მიზანია, დეცენტრალიზებული სისტემის საშუალებით მოახდინოს ინფორმაციის მონეტიზირება და ამ მონაცემების უსაფრთხოდ შენახვა განაწილებულ მონაცემთა ბაზის საშუალებით. ინფორმაციის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, გააზიარონ იგი და მიიღონ შესაბამისი ფულადი სარგებელი. თითოეული ტრანზაქცია შეინახება გაზიარებულ მონაცემთა ბაზაში, რომლის შეცვლა შეუძლებელი იქნება და მასზე წვდომა ექნებათ წინასწარ განსაზღვრული უფლებების პირებს.
CyberVein-ის ამ ინოვაციური პროექტით დეცენტრალიზებულ სამყაროში უამრავი შესაძლებლობა იხსნება, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდი ინფორმაციის (Big Data) დამუშავება/შენახვაა საჭირო პარალელურ დროში, იმ გარანტიით რომ ეს ინფორმაცია იქნება დაცული ცვლილებებისგან. გამოყენების მაგალითებია ჭკვიანი ქალაქები (Smart Cities), სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტები, უნივერსიტეტები, დიდი მონაცემების მიმწოდებელები, ფარმაცევტული კომპანიები და ბევრი სხვა.
Blockchain
სანამ დეტალურად განვიხილავთ CyberVein-ის პროექტს, გავიხსენოთ თუ როგორ დაიბადა Blockchain ტექნოლოგია. 2008 წელს დღემდე უცნობი პერსონის ან ჯგუფის (სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით) მიერ გამოქვეყნებულ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში აღწერილი იყო peer to peer პროტოკოლზე აგებული, დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის მქონე კრიპტო ვალუტა Bitcoin-ის მუშაობის მექანიზმი, რომელიც იყენებს POW (Proof of Work) ალგორითმს კონსენსუსის მისაღწევად. კონსენსუსი საშუალებას აძლევს ყველა მომხმარებელს დაინახოს ერთი და იგივე ინფორმაცია და იცავს მას ჰაკერული შეტევებისგან. შედეგად Bitcoin იქცა ელექტრონული გადახდის საშუალებად.
პირველად ჩვენი არსებობის ისტორიაში ინტერნეტ სამყაროს გაეხსნა განვითარების ახალი შესაძლებლობები, რომლის თვალსაჩინო მაგალითია კომპიუტერული ქსელის საშუალებით რაიმე ღირებულის გაგზავნა ერთი მომხმარებლის მიერ მეორესთან ისე, რომ ღირებულების კოპიო გამგზავნს არ დარჩეს. ეს ყველაფერი ცენტრალიზებული კლიენტ-სერვერის არქიტექტურის გარეშე ხდება. ტრანზაქციის მონაწილეები უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს, ყოველგვარი შუამავლის გარეშე. ბიტკოინის შემდეგ აღსანიშნავია პროექტი Etheruem, რომელმაც blockchain ტექნოლოგიის შესაძლებლობები გააფართოვა და კრიფტოვალუტის გარდა Smart Contracts დანერგა. ეს უკანასკნელი თავის მხრივ ახალი ცნება არ არის. 1994 წელს ნიკ სზაბომ მსოფლიოს გააცნო Smart Contract-ის ცნება დეცენტრალიზებული საცავის საშუალებით. Smart Contract მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: პროგრამული კოდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ავტომატურად გაეშვას, როდესაც გარკვეული პირობები შესრულდება და მონაწილე პირები შეთანხმებას ციფრულად მოაწერენ ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის დაბადების შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა blockchain ტექნოლოგია განაგრძობს დახვეწას და განვითარებას. ერთის მხრივ ამ ტექნოლოგიამ უკვე დაამტკიცა თავისი ღირებულება, თუმცა იგი არ არის სრულყოფილი და სხვადასხვა სიტუაციებში საჭიროა განსხვავებული მეთოდები დაინერგოს. რიგ შემთხვევებში აუცილებელია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შენარჩუნება ან პირიქით.
რატომ CyberVein?
და მაინც როგორ აპირებს CyberVein იმ გეგმის განხორციელებას რაც აქვს დასახული? რა ტექნოლოგია დგას ამ ყველაფრის უკან? CyberVein-ის მიზანია გააერთიანოს საჯარო(public) და დახურული (private) blockchain-ები სისტემაში სანდოობის უზრუნველყოფით, მონაცემთა ბაზები შეიძლება დამუშავდეს და გაზიარდეს რამდენიმე ერთეულს შორის. მთლიანი ეკოსისტემა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ორი შრე: ღირებულების შრე, სადაც მოხდება CyberVein-ის პლატფორმის თოქენის (CVT) გაცვლა და Smart Contract-ების მონაცემების შრე, სადაც მოხდება ინფორმაციის გაზიარება/შენახვა. აღსანიშნავია, რომ არაა აუცილებელი ქსელის ყველა მონაწილე ინახავდეს Smart Contract-ების შესახებ ინფორმაციას. ტიპიური blockhcain პროექტებისგან განსხვავებით იგი იყენებს სულ სხვა არქიტექტურულ დიზაინს სახელად DAG (Directed acyclic graph)/მიმართული უციკლო გრაფი, რომელიც უკვე გამოსცადა სხვა ისეთმა ინოვაციურმა პროექტებმა როგორიცაა IOTA, IoT Chain, Byteball და Nano. DAG-ს აქვს პერსპექტივა ჩაითვალოს blockchain 3.0 ვერსიად Bitcoin-სა და Ethereum-ის შემდეგ.
DAG
გრაფთა თეორია (DAG) დისკრეტული მათემატიკის ნაწილია და შეისწავლის წვეროებისა და წიბოებისაგან შემდგარ სტრუქტურას – გრაფს. მიმართული გრაფი ნიშნავს, რომ კავშირი 2 წვეროებს შორის არის მხოლოდ ერთი მიმართულებით. უციკლო შეგვიძლია შემდეგნარიად განვმარტოთ: თუ გავყვებით გრაფს წიბოების საშუალებით ერთი კონკრეტული წვერო მეორედ არ შეგვხვდება. DAG-ის უპირატესობებია სისწრაფე და მასშტაბურობა.
სისწრაფე მიიღწევა DAG-ის არქიტექტურული მოდელიდან გამომდინარე. Blockchain-გან განსხვავებით, სადაც ახალი ბლოკის დამატება ხდება ყოველ 10 წუთში მაინერის მიერ, DAG-ში მაინინგი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ბლოკის ცნება და თითოეული ტრანზაქცია დამოუკიდებელი ერთეულია. ტრანზაქციის (2 ან მეტი) დამოწმება ხდება იმ მომხმარებლის მიერ ვისაც თავად სურს ტრანზაქცია მოახდინოს. აქედან გამომდინარე ინფორმაციის დასამატებლად დროში დაყოვნება არ ხდება და რაც უფრო იზრდება ქსელში მომხმრებლების რაოდენობდა მით უფრო მატულობს შრომის ინტენსივობა, რადგან ტრანზაქციის დასადასტურებლად უფრო მეტი მომხმარებელია ხელმისაწვდომი.
ვინაიდან CyberVein – ის ქსელი ორიენტირებულია დიდი მოცულობის სტრუქტურული ინფორმაციის დამუშავებასა და შენახვაზე ტრადიციულ blockchain-ში ბლოკის მოცულობის ლიმიტის გამო ეს შეუძლებელი ხდება. DAG-ში ეს შეზღუდვა მოხსნილია ბლოკის არ არსებობის გამო. დიდი მოცულობის ინფორმაციის შენახვა ხდება ახალი კონცეფციის შემოღებით – Proof of Contribution.
POC (Proof of Contribution)
CyberVein წარმოადგენს ახალ მიდგომას კონსენსუსის მისაღწევად, სადაც მონაწილე პირები უზრუნველყოფენ რესურსს მყარი დისკის მოცულობის სახით, რათა შეინახონ ქსელის მიერ წარსულში დამოწმებული ტრანზაქციები. ბიტკოინის შემთხვევაში ეს რესურსი კომპიუტერული (CPU \GPU) სიმძლავრეა. საერთო ჯამში ქსელს იცავს თითოეული წევრი ტრანზაქციების დამოწმებით და ინფორმაციის დაცვით არასანქცირებული მოქმედებებისგან.
Smart Contracts&CVT Tokens
ინფორმაციის გაზიარება და შენახვა CyberVein-ის ქსელში/ბაზაში ხდება Smart Contract-ების საშუალებით. ზოგადად მთლიანი ქსელის მონაცემთა ბაზა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც დამოუკიდებელი, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული კონტრაქტების ერთობლიობა, სადაც მომხმარებლები მხოლოდ იმ ინფორმაციას ხედავენ რაც კონკრეტულად მათ ეხებათ.
Smart Contract-ების გასაშვებად საჭიროა გამგზავნმა გადაიხადოს ტრანზაქციის საფასური CVT თოქენის სახით, Ethereum-ში Gas-ის საფასურის მსგავსი.
Smart contract-ების ენა და ვირტუალური მანქანა
CyberVein მოდიფიკაციას უკეთებს Smart Contract-ების პროგრამირების ენა Solidity-ის მონაცემთა მართვის და „მონეტიზაციის“ (ფულში გარდაქმნის) ოპტიმიზირებისთვის. ასევე ქმნის ვირტუალურ მანქანას, სადაც ეს Smart Contract-ები გაეშვება.
CyberVein განიხილავს თავის ქსელს როგორც “Internet of Data”. ისევე როგორ ინტერნეტი შეიძლება განიმარტოს „ქსელების საჯარო ქსელი“, CyberVein-ის ქსელი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც „მონაცემთა ბაზების საჯარო ქსელი“. საერთო ჯამში ეს პროექტი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას ინფორმაციის ეკონომიკაში პრობლემების გადაჭრისადმი ინოვაციური მიდგომით.
მეტი ინფორმაციისთვის
ოფიციალური საიტი: www.cybervein.org
White Paper: https://www.cybervein.org/whitepaper
GitHub: https://github.com/Cyberveinofficial/CyberVeinChain
ავტორი: გიორგი ჯავრიშვილი