მარიამ პაპიტაშვილი დიზაინერია, უყვარს განსხვავებულად და ლამაზად ჩაცმა. რადგან, გორში არ არის, ისეთი ადგილი სადაც შეიმოსები განსხვავებულად. იყიდება ერფეროვანი სამოსი, აცვიათ ის რაც ყველას აცვია და მოდაშია. ამიტომაც უწევს ნაყიდი სამოსის გადაკეთება საკუთარი დიზაინით, რაც დიდ მოწონებას და ყურადღებას იმსახურებს.

მარიამმა ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის კურსი გაიარა და მისი ბიზნეს-იდეა დაფინანსდა USAID-ის პროგრამა yes-georgia-ს ფარგლებში.

,,ამ პროექტმა საშუალება მომცა, ავისრულო ოცნება, შევქმნა ქალბატონებისათვის, ტანსაცმლის ახალი ხაზი NOA. ჩემი ნაწარმი იქნება ელეგანტური, დახვეწილი, ტრენდული. პროფესიონალურად შეკერილი. გაფორმებული ხელით ნამუშევარი, დეტალებით: თვლებით, ნაქარგებით. არ ექნება ანალოგი.” – ამბობს მარიამი.
Facebook Comments