ქეთო სიხარულიძე, 26 წლის.
ერთი წელია ქეთო სიხარულიძე ბიზნეს საქმიანობას უძღვება,რომელიც მოიცავს ხელნაკეთი აქსესუარების დამზადებას, კერძოდ: საქორწილო გვირგვინის, კორსაჟისა და ბუტონიერის; ასევე თმისსამაგრის, ბროშის, აბადოკის, ჩანთის თუ საფულის. ქეთომ თავისი სტარტაპის შესახებ მოგვიყვა:
”ტენდენციების გათვალისწინებით, ზემოთხსენებული აქსესუარებისა და ნივთების საჭიროება ბაზარზე ნამდვილად არსებობს, ვინაიდან ბოლო დროს საქორწილო სამოსის გასაფორმებლად უპირატესობას ანიჭებენ ყვავილებიან აქსესუარებს (გოგონების შემთხვევაში სამაჯურებს, ხოლო ბიჭებთან- გულსაბნევებს). ბუნებრივ ყვავილებთან შედარებით, მათი უპირატესობა ფასთან ერთად ისაა, რომ ხელოვნური მასალით მზადდება, ანუ აქვს გამძლეობა და მრავალჯერადი გამოყენებისაა. ნებისმიერ ნივთს მითითებულ ღირებულებაში მოყვება განსხვავებული და ასევე ხელნაკეთი სასაჩუქრე შეფუთვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ის, რაც საქმინობას გამორჩეულსა და თითქმის უკონკურენტოს ხდის, ესაა ხელნაკეთი საბავშვო წიგნები, რომელიც მზადდება გადამუშავებული თექისგან. თითოეული ნივთი არის ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი, ხელნაკეთი, მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული და ქართულ საბაზრო სივრცეში ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს. ის მშობლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, ვინაიდან ერთდროულად არის როგორც გასართობი, ისე შემეცნებითი საშუალება, რომლის დახმარებითაც ბავშვს უვითარდება კოგნიტური აზროვნების უნარ-ჩვევები, ნატიფი მოტორიკა და რაც ყველაზე მთავარია, უყვარდება წიგნი, სწავლობს არა ძალდატანებით, არამედ მხიარულად, სიამოვნებით და საკუთარი ნებით. სასიხარულოა, რომ პროდუქტი გასცდა რესპუბლიკის მასშტაბს და საქართველოს გარდა, შეკვეთა გაგზავნილია გერმანიასა და საბერძნეთში.
ლიმონი • Lemon საუკეთესო სურვილებით ულოცავს გიორგის დაბადების დღეს 🎈🎁 იმედია, ეს ვიდეო იუბილარს განსაკუთრებით გაახარებს 😊⭐🌲🐿️🦌🦊🌳🏕️🔥მზადდება შეკვეთით 🎯 ინდივიდუალური დიზაინით და ასაკზე მორგებული სავარჯიშოებით 🙌🍋
Gepostet von ლიმონი • Lemon am Samstag, 18. August 2018
წიგნის ყველაზე პატარა მომხმარებლის ასაკი რამდენიმე დღეს ითვლის, ხოლო ყველაზე დიდის- ხუთ წელს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გარდა საბავშვო ხაზისა, ვმუშაობ დიდებისთვისაც, მაგალითად ჩემს სახელოსნოში წიგნი დამზადდა ოჯახისთვისაც და ვფიქრობ, საინტერესოდ გადმოსცა მათი სიყვარულის ისტორია თექის სილუეტური გამოსახულებებით.
რაც შეეხება იდეებს, პერიოდულად ვანახლებ, ვცვლი, ვაუმჯობესებ, თუმცა ის რაც ამ ეტაპზე ჩემს უპირველეს ინტერესს წარმოადგენს, 3D პრინტერია. მისი დახმარებით შევძლებ, უფრო მარტივად დავამზადო ის დეტალები, რომელიც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ხელნაკეთებით ადამიანები ამით კმაყოფილი არიან და არსებობს საქმე, რომელსაც არა მხოლოდ სიყვარულით ვაკეთებ, არამედ მთლიანად ვეკუთვნი.”
Facebook გვერდი: ლიმონი • Lemon
ტელ: 557 99 41 47