თავდაჯერებულობა წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა.
რთულია დაასახელოთ თუნდაც ერთი წარმატებული პიროვნება, რომელსაც არ სჯეროდა საკუთარი თავის და ეჭქვეშ აყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს. სტივ ჯობსი, მარტინ ლუთერ კინგი, მაიკლ ჯორდანი, ელონ მუშკი და მარკ კუბანი – ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ უაღრესად წარმატებული პიროვნებებისა, რომელთა „success story” მნიშვნელოვნად განაპირობა თვითდაჯერებულობამ.
თუმცა, ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მათი მიღწევების განხილვა; მინდა ვისაუბრო მათ გამორჩეულ სწრაფვასა და შეუპოვარ სურვილზე არ დანებებოდნენ სირთულეებს, კვლავ დამდგარიყვნენ ფეხზე მრავალი მარცხის და დაბრკოლების მიუხედავად და განეგრძოთ სვლა გრანდიოზული მიზნებისა და ოცნებების რეალიზებისკენ.
არაერთგზის წარუმატებლობის და მარცხის მიუხედავად, სწორედ საკუთარი თავის რწმენა დაეხმარა მათ დაეპყროთ წარმოუდგენელი მწვერვალები. პიროვნული თავდაჯერებულობის შედეგია მათი ყოვლისმოვცველი ხედვა, რომლის ფარგებშიც არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენჯერ „დაეცემი“ – მთავარია არ შეეპუო სირთულეებს და განაგრძლო წინსვლა დასახული მიზნებისკენ.
თუკი მართავთ ბიზნესს ან ხართ მეწარმე, გარკვეულ მომენტში გარდაუვალია მარცხის განცდა, აუცილებლად აღმოჩნდებით წარმუმატებლობის ან დაბრკოლების წინაშე. მაგრამ თუკი ამგვარ სიტუაციას შეხვდებით თავდაჯერებული და გექნებათ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ვერანაირი სირთულე თუ დაბრკოლება ვერ შეძლებს თქვენს დამარცხებას. ამ თამაშში ხომ მთავარი კოზირი საკუთარი თავის რწმენაა.
ჩანიშნეთ თქვენი ყოველი მიღწევა!
ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ მიღწევებზე და პოზიტიურ შედეგებზე, ადამიანის ბუნებაშია ნეგატიური მოვლენების მუდმივად გონებაში ტრილი, დღის განმავლობაში განცდილ წარუმატებლობასა და მარცხზე დაუსრულებელი ფიქრი. ამგვარი უარყოფითი ფიქრების დასაძლევად, შესაძლოა გამოიყენოთ ე.წ. „მიღწევების“ ჟურნალი, სადაც შეგიძლიათ ჩანიშნოთ წინა დღეს, კვირას ან თუნდაც ბოლო ერთი თვის მანძილზე მიღწეული შედეგები – ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია ჩვევად გექცეთ პოზიტიურ შედეგებზე ფოკუსირება.
ჟურნალის საშუალებით თვალნათლივ დაინახავთ, რომ წარმოუდგენელად დადებითი მიღწევები გქონდათ წარსულში და გააცნობიერებთ, რომ ჯერ კიდევ უამრავი გამარჯვება გელით მომავალში!
ჩაინიშნეთ თქვენი ყოველი მომგებიანი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო!
შთააგონე საკუთარ თავს, რომ ხარ ჩემპიონი!
როგორც ჩემი მეგობარი და ბესტსელერი ავტორი ჯონ გორდონი ყოველთვის აღნიშნავს, „მოსმენის ნაცვლად, საკუთარ თავს უფრო მეტად უნდა ვესაუბროთ“. თუნდაც ერთი კვირის მანძილზე სცადეთ საკუთარ თავს ესაუბროთ როგორც ჩემპიონს – ნუ იქნებით საკუთარი თავის, როგორც მსხვერპლის, მსმენელი. დარწმუნებული ვარ, შედეგით თავად დარჩებით გაოცებული.
საკუთარ თავთან, როგორც ჩემპიონთან დილოგი მყისიერად გარდაქმნის ფიქრის მთლიან პროცესს. ამგვარი საუბრის დროს არ აძლევთ ნეგატიურ ფიქრებს წამიერი გაელვების საშუალებასაც კი.
რწმენითა და შთაგონებით გაიმეორეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა „საუკეთესოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს“, „თუ მოვინდომებ, არ არსებობ შეუსრულებელი ამოცანა“ და „მე არ ვარ ჩვეულებრივი, მე ჩემპიონი ვარ“.
თუ თქვენ გაკლიათ საკუთარ თავის რწმენა, სხვებისგანაც ნუღარ მოელით ნდობას. ნუ მოელით აღიარებას თქვენი უფროსისგან, თუკი თავად ეჭვქვეშ აყენებთ საკუთარ შესაძლებლობებს. თუ ხართ მეწარმე, ნუ მოელით, რომ ინვესტორი გაიზიარებს თქვენს იდეებს, თუკი თავად არ გჯერათ მათი.
იმ პირებს, რომელთაც ძალუძთ შეცვალონ სამყარო, კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს და რაოდენ ღირებულია საკუთარი თავის რწმენა!
წყარო: http://www.entrepreneur.com/article/246720
თარგმანი: ნათია ნემსიწვერიძე