მარკეტების სერია – თბილისური ბაზარი, რომელიც ხორციელდება თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office მხარდაჭერით გრძელდება.
,,თბილისური ბაზარი“ საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცეა, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.
თუ ჯერ არასდროს მიგიღია მონაწილეობა ჩვენ მარკეტში, იცოდე, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ახალი, საინტერესო იდეებით განმსჭვალული მეწარმეებისთვის, არტისტებისთვის და საერთოდ ყველასთვის.
რეგისტრაციამდე გაითვალისწინე, რომ პირველ ეტაპზე ჩვენი გუნდი სწორედ მითითებულ სოციალურ ქსელში ატვირთული პროდუქტის ფოტოების მიხედვით შეგაფასებს.
იმისათვის რომ, საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, გულდასმით განვიხილავთ და ვარჩევთ ყველა მონაწილეს:
• მეწარმეების სარეგისტრაციო ბმული ➡ https://stall.ge/becomemerchant/
• არტისტების სარეგისტრაციო ბმული ➡ https://stall.ge/becomeartist/
შოთა რუსთაველის გამზირი, ტროტუარი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, პარლამენტთან ახლოს.
მარკეტი ჩატარდება ყოველ მზიან შაბათ-კვირას.