ავიაკომპანია “Wizzair”-მა ქუთაისიდან ახალი მიმართულება დაამატა. ამჯერად, მოგზაურები პირდაპირი რეისით რუმინეთის დედაქალაქში, ბუქარესტში შეძლებენ გამგზავრებას. პირველი რეისი 3 ივლისს შესრულდება.
ფრენები კვირაში 3 სიხშირით, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ავიაკომპანია ვიზეარის ვებგვერდზე: www.wizzair.com
ამჟამად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია, 21 მიმართულებით ასრულებს ფრენებს.
Facebook Comments