გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებში ქალების გაძლიერებას ემსახურება.
ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე გახსნიან.
ორდღიანი ფორუმის მიზანი ქალთა გაძლიერებაში ბიზნესკომპანიების როლის აღნიშვნა და წარმატებული ქალების ისტორიების წარმოჩენაა. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ 11 აქტივობას.
30 მარტი, სასტუმრო ,,ბაგრატი”, წერეთლის მე-2 ჩიხი, №2ა
▪️09:30-10:00 -მედია ბრიფინგი;
▪️10:00-17:00 – პირველი რეგიონული ფორუმი;
▪️19:00-21:00 – ღამის სესია – “შერეული ფინანსები”;
31 მარტი, 12:00-12:45
მონოლოგები – “გენდერული
თანასწორობა მომგებიანია
ბიზნესისთვის”;
31 მარტი, 1-ლი გიმნაზია
▪️13:45-14:30 – მონოლოგები – “გენდერული თანასწორობა მომგებიანია ქალებისთვის”;
▪️15:30 -16:30 – დღის საუბრები აკაკი გოგიჩაიშვილთან ერთად;
31 მარტი, მონპლაზირის თაღი
▪️11:00-16:00 – მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
▪️11:00-17:00 – ფოტოგამოფენა;
▪️11:00-17:00 – გასართობი ზონა;
▪️11:00-17:00 – საინფორმაციო კუთხეები:
ქალთა გაძლიერების პრინციპები (WEPs);
ფინანსთა სამინისტროს აკადემია;
გაეროს ერთობლივი პროგრამა
გენდერული თანასწორობისთვის;
კრეატიული განვითარების ცენტრი;
სახალხო დამცველის აპარატი;
ასოციაცია “ქალები ბიზნესში”.
31 მარტი, ღვინის გალერეა ,,საწნახელი”,
ალ.პუშკინის ქ. №8
▪️18:00-20:00 – სემინარი – ,,როგორ დავძლიოთ არასრულყოფილების შიშიდა ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი”;
▪️21:00-დან
ელექტრონული მუსიკის პერფორმანსი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს –https://bit.ly/2HG8YAQ
სლოგანი – „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ კამპანიისთვის შერაჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალებს სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.