Primark-ი მყიდველებისთვის სამოთხეა და აქ მოსახვედრად ასობით ადამიანი იდგა რიგში. 11 აპრილს, დიდი ბრიტანეთის დროით დღის 10 საათზე, ბირმინგემში პრიმარკის ახალი, სავაჭრო ცენტრის კარი გაიღო მყიდველებისთვის.

ახალ სავაჭრო ცენტრს 14,761 m² უკავია და ამით მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრის ტიტული მოიპოვა. სავაჭრო ცენტრი მოიცავს არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ სილამაზის სალონებს, კაფეებს, დისნეის კუთხეს, უფასო wi fi-ს და მოსასვენებელ სივრცეს.
ცენტრში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 1000-ზე მეტია.

გახსნით ღონისძიებას ესწრებოდა დამკვირვებელი გინესის მსოფლიო რეკორდებიდან პრავინ პატელი, რომელმაც ოფიციალურად გადასცა პრიმარკს მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრის ტიტული და სიგელი.

გინესის მსოფლიო რეკორდების ნუსხაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის ტიტულის მფლობელი Topshop იყო ლონდონში. Topshop 1998 წელს გაიხსნა და 7,897 m² ეკავა.
